განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძე და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ახალ წევრებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები, პროცედურები და საბჭოს საქმიანობის წესი, ასევე, საბჭოსა და სამდივნოს თანამშრომლობის კოორდინაციის საკითხები.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომლის უფლებამოსილების ვადა ორი წელია, თორმეტი წევრითაა დაკომპლექტებული.
https://eqe.ge/ka/page/static/707/zogadsaganmanatleblo-datsesebulebebis-avtorizatsiis-sabcho