FAQ

საზღვაო ინჟინერიის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა  

28 თებერვალი 2023

წინადადებების  მიღება იწარმოებს:   28.02.2023-დან - 13.03.2023-მდე.

 

გაცნობებთ, რომ  საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის   უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, შემუშავდა საზღვაო ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში შესატანი ცვლილებების პროექტი. განახლებული საზღვაო ინჟინერიის დარგობრივი მახასიათებლის სპროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 15 მარტს, 15 საათზე, ჩანიშნულია  საჯარო განხილვის   ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად, წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2023 წლის 28 თებერვლიდან -13 მარტის 18:00-ის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე:  https://forms.office.com/e/f3WNH5GJLV

 

დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული, გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  n.goglichidze@eqe.ge   

 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva    (პუნქტი N36).