წინადადებების მიღება იწარმოებს: 28.02.2023-დან - 13.03.2023-მდე.
გაცნობებთ, რომ საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, შემუშავდა საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში შესატანი ცვლილებების პროექტი. განახლებული საზღვაო ელექტროინჟინერიის დარგობრივი მახასიათებლის სპროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 15 მარტს, 15 საათზე, ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გასაუმჯობესებლად, წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 28 თებერვლიდან -13 მარტის 18:00-ის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/e/Bmfy3VnJ0M
დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული, გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N37).