FAQ

მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა

1 მარტი 2023

წინადადებების  მიღება იწარმოებს:   01.03.2023-დან - 20.03.2023.

 

გაცნობებთ, რომ  მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, შემუშავდა მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 22 მარტს, 13 საათზე, ჩანიშნულია  საჯარო განხილვის   ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად, წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2023 წლის 1 მარტიდან -20 მარტის 18:00-ის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე:  https://forms.office.com/e/gnnfwAHRTi

 

დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული, გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  n.goglichidze@eqe.ge   

 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva    (პუნქტი N38).