FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა

1 მარტი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა, რომელზეც განიხილეს უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების მნიშვნელოვანი საკითხები - მიღწევები და გამოწვევები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში. 

კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიღწევებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებით გამოყო ცენტრის მიერ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის  ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის მოპოვება, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია და აღნიშნა, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ცენტრისთვის, არამედ მთლიანად  საქართველოს განათლების სისტემისთვის.

მინისტრმა საქართველოში ENQA-ს ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის ჩატარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აღნიშნულ ფორუმს 2023 წელს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, სწორედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს, რაც მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნის ცნობადობის, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კუთხით. 

ღონისძიების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა.

თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, განათლების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპეციალისტებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით მუდმივად ზრუნავს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების გაუმჯობესებაზე, მათ ღიაობასა და გამჭვირვალობაზე. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA), ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, აკრედიტაციის, ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებმა და ექსპერტებმა, სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

 

A Reform of Research Assessment The Agreement & CoARA Coalition a university perspective 

 

Cluster Accreditation of Educational Programs – Accreditation Experts’ Hands-on Experience_

 

Innovations in Clinical Teaching and Strengthening the Research Component in Medical Education Programs

 

NCEQE Inernational conference 2023

 

Students Role in the Development of HE Quality Internal Mechanisms - EU and Georgian Case Studies  

 

Students Role in the Development of HE Quality Internal Mechanisms - EU and Georgian Case Studies

 

TUNING CALOHEE – Linking Evaluation of Learning Outcomes to Quality Assurance Mechanisms

 

აკადემიური პერსონალის ინსტიტუციური აფილირება როგორც მდგრადი განვითარების საშუალება

 

დარგობრივი საგანმანათლებლო სტანდარტების განვითარება უმაღლეს განათლებაში

 

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების სტანდარტები - დაგეგმილი მიდგომების სპეციფიკის ანალიზი

 

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) 2020 სტანდარტების მიხედვით განახლებული სამედიცინო განათლების დარგობრივი მახასიათებელი

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის 2022 პროცესების შეჯამება_

 

ცენტრის 2022 წლის საქმიანობის შეჯამება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა