წინადადებების მიღება იწარმოებს: 29.03.2023 - 18.04.2023.
გაცნობებთ, რომ სპორტის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, შემუშავდა სპორტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 20 აპრილს, 12:00 საათზე, დანიშნულია საჯარო განხილვის სხდომა.
დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 29 მარტიდან - 18 აპრილის 18:00-ის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/e/fndDPaYK5i
დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: s.gaprindashvili@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N39).