FAQ

სპორტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა

29 მარტი 2023

წინადადებების  მიღება იწარმოებს:   29.03.2023 - 18.04.2023.

 

გაცნობებთ, რომ  სპორტის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, შემუშავდა სპორტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 20 აპრილს, 12:00 საათზე, დანიშნულია  საჯარო განხილვის სხდომა.

 

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2023 წლის 29 მარტიდან - 18 აპრილის  18:00-ის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/e/fndDPaYK5i

 

დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე. 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  s.gaprindashvili@eqe.ge

 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva  (პუნქტი N39).