წინადადებების მიღება იწარმოებს: 07.04.2023 - 28.04.2023.
გაცნობებთ, რომ სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, შემუშავდა სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 3 მაისს, 14:00 საათზე, დანიშნულია საჯარო განხილვის სხდომა.
დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 7 აპრილიდან - 28 აპრილის 18:00-ის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/e/AvC5KEWLcw
დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: s.gaprindashvili@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N40).