FAQ

სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა

7 აპრილი 2023

წინადადებების  მიღება იწარმოებს:   07.04.2023 - 28.04.2023.
 
გაცნობებთ, რომ  სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, შემუშავდა სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 3 მაისს, 14:00 საათზე, დანიშნულია  საჯარო განხილვის სხდომა.
 
დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2023 წლის 7 აპრილიდან - 28 აპრილის  18:00-ის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/e/AvC5KEWLcw
 
დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე. 
 
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  s.gaprindashvili@eqe.ge
 
 დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva   (პუნქტი N40).