FAQ

ცენტრის თანამშრომლები ექსპერტების სტატუსით მოლდოვაში იმყოფებოდნენ

22 მაისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ და ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ქეთევან ციხისელმა მოლდოვის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გარე შეფასებაში ექსპერტების სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.

 

ღონისძიებას ევროპის განათლების ფონდმა და მოლდოვის განათლებისა და კვლევების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულმა სააგენტომ გაუწიეს ორგანიზება.

 

"მოლდოვამ შექმნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ჩარჩო, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ სისტემა მხარდაჭერაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა, ყოველთვის არსებობს განვითარების სივრცე. ჩვენ მოლდოველ კოლეგებს შევთავაზეთ ათამდე რეკომენდაცია, რაც მათი მხრიდან სრულად იქნა გაზიარებული. შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ თანამშრომლობას ცალკეულ საკითხებზე, როგორიცაა გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში მტკიცებულებათა გამოყენება, ასევე EQAVET ინდიკატორების ინტეგრირება ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოში, რასაც მიმდინარე წლის აპრილში, ჩვენს სააგენტოებს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განვახორციელებთ“- განაცხადა კახაბერ ერაძემ.

 

ხარისხის კულტურის დანერგვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მოლდოვის განათლებისა და კვლევების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტმა, კახაბერ ერაძე და ქეთევან ციხისელი უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.

ცენტრის თანამშრომლები ექსპერტების სტატუსით მოლდოვაში იმყოფებოდნენ