FAQ

ბოლონიის პროცესის განხორციელების სამეთვალყურეო საბჭოს (BFUG) სამდივნომ, ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირების რეკომენდაციები გამოაქვეყნა

16 იანვარი 2024

ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან,  ეროვნული კვალიფიკაციების  ჩარჩოს თვითსერტიფიცირების რეკომენდაციების დოკუმენტი შემუშავდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ლატვიის აკადემიური საინფორმაციო ცენტრისა  და საერთაშორისო ექსპერტების უშუალო ჩართულობით. შემუშავებული ანალიზის დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.ehea.info/Immagini/QUATRA_-_TPG_A_recommendations_self-certification_20.12_.2023_.pdf

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები დაეფუძნა კვლევას, რომელიც განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინირებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A) 16 ქვეყანამ, მათ შორის გაანალიზდა იმ ქვეყნების გამოცდილება, ვინც თვითსერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა. რეკომენდაციები აგრეთვე დაეფუძნა 2023 წელს საქართველოში ჩატარებულ სემინარს თვითსერტიფიცირების თემაზე, სადაც მოხდა აღნიშნული რეკომენდაციების წარდგენა და განხილვა 24 ქვეყნის 60-ზე მეტ უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტთან.
შემუშავებული რეკომენდაციები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წელს ასევე წარადგინა სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს კვალიფიკაციების ჩარჩოს ყოველწლიურ კორესპონდენტთა შეხვედრაზე. 
მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლიდან საქართველო, ავსტრიასთან და ლატვიასთან ერთად, ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) თავმჯდომარეა. ჯგუფის მიზანია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) ძირითადი ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის ხელშეწყობა და ბოლონიის პროცესის სამუშაო სტრუქტურებისთვის პოლიტიკის რეკომენდაციების შეთავაზება. აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს. ჯგუფის წევრია ბოლონიის პროცესის 28 წევრი ქვეყანა და ევროპული ინსტიტუტები – ევროკომისია, ევროპის საბჭო, ევროპის სტუდენტური გაერთიანება და ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება. 

ბოლონიის პროცესის განხორციელების სამეთვალყურეო საბჭოს (BFUG) სამდივნომ,  ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან ეროვნული კვალიფიკაციების  ჩარჩოს თვითსერტიფიცირების რეკომენდაციები გამოაქვეყნა