FAQ

განათლების ადმინისტრირების უმაღლესი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

29 იანვარი 2024

გაცნობებთ, რომ განათლების ინტერდისციპლინური უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული  განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2024 წლის  14 თებერვალს, 16 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა  რეგისტრაცია 2024 წლის 30 იანვრის 09:00-დან -  12 თებერვლის 18:00-საათამდე,  იწარმოებს შემდეგ ბმულზე:   https://forms.office.com/e/myxRKPJpvt

 

საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva  (პუნქტი 50).

განათლების ადმინისტრირების უმაღლესი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება