FAQ

ბიომედიცინის/ბიოსამედიცინო მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

22 თებერვალი 2024

გაცნობებთ, რომ  ბიომედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული  ბიომედიცინის/ბიოსამედიცინო მეცნიერებების  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2024 წლის  13 მარტს, 18 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა  რეგისტრაცია  11 მარტის 18:00-საათამდე,  იწარმოებს შემდეგ ბმულზე:  https://forms.office.com/e/wmfNBkuF9m

 

საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva  (პუნქტი 51).

ბიომედიცინის/ბიოსამედიცინო მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა