FAQ

ცენტრის თანამშრომლები ექსპერტების სტატუსით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

7 ივნისი 2024

    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ და ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ქეთევან ციხისელმა სომხეთის რესპუბლიკის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გარე შეფასებაში ექსპერტების სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.
 


ღონისძიებას ევროპის განათლების ფონდმა და სომხეთის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულმა ცენტრმა გაუწიეს ორგანიზება.


 

საქართველოს მხარემ მოამზადა უკუკავშირი სომხეთის პროფესიული განათლების სისტემის ძლიერ მხარეებთან, გამოწვევებთან და განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, შეთავაზებული იქნა რეკომენდაციები პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისათვის, როგორიცაა გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში მტკიცებულებათა გამოყენება, ასევე EQAVET ინდიკატორების ინტეგრირება ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოში. 
ასევე, სომხეთის რესპუბლიკის მოთხოვნის საფუძველზე საქართველომ წარადგინა დამატებითი პრეზენტაცია ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიზნით. 


 
პირველად პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმების ისტორიაში, განათლების ევროპული ფონდის (ETF) მიერ, საქართველოს ეთხოვა ერთ-ერთი პანელური დისკუსიის ფასილიტაცია. 


 
შეხვედრას 10-მდე ქვეყნის სხვა წარმომადგენელი ესწრებოდა. შესაბამისად, ღონისძიებაში შემფასებლის სტატუსით მონაწილეობამ გაზარდა ჩვენი პროფესიული განათლების სისტემის დადებითი იმიჯი.

ცენტრის თანამშრომლები ექსპერტების სტატუსით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ