FAQ

ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

19 ივლისი 2024

გაცნობებთ, რომ  ცენტრის დირექტორის 2024 წლის 5 მარტის N270298 ბრძანებით  დამტკიცებული ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს  მიერ შემუშავებული  ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2024 წლის  9 აგვისტოს, 16 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა  რეგისტრაცია 2024 წლის 22 ივლისიდან - 7 აგვისტოს 18:00-საათამდე,  იწარმოებს შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/a8D3auegEY

 

საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge 

 
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:   https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva  (პუნქტი 59).

ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა