გაცნობებთ, რომ საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული საექთნო საქმის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2024 წლის 10 სექტემბერს, 16 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 2024 წლის 5 აგვისტოდან - 6 სექტემბრის 18:00-საათამდე, იწარმოებს შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/uah7fbEK1k
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 61).