განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პირველად გაიმართა მოქმედი საკოორდინაციო საბჭოსა და ცენტრის მენეჯმენტის შეხვედრა.
საქმიანობის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო წევრები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2023 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში, მონაწილეებმა იმსჯელეს ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიის შუალედურ შეფასებაზე და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციებზე, საუკეთესო პრაქტიკებსა და შეთავაზებებზე შემდგომი განვითარებისთვის. ამასთან, განიხილეს მიმდინარე აქტივობები, ცენტრის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს საბჭოს როლზე ცენტრის საქმიანობაში და მოკლედ მიმოიხილეს მოქმედი საბჭოს ფარგლებში წარდგენილი და შეთანხმებული საკითხები. ამასთან, თითოეულ განხილულ საკითხზე ცენტრის მენეჯმენტს გაუზიარეს მოსაზრებები, ხედვები და რეკომენდაციები. უცხოელმა წევრებმა გააზიარეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებები, როგორც ორგანიზაციული განვითარების, ასევე, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მომდევნო საკოორდინაციო საბჭოს წევრების შერჩევის მექანიზმზეც.
შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები და მოხდა განხილვა საუკეთესო პრაქტიკების. ცენტრი გეგმავს საკოორდინაციო საბჭოსა და მენეჯმენტის შემაჯამებელ შეხვედრაზე მიღებული უკუკავშირი, რეკომენდაციები და განვითარების შესაძლებლობები გამოიყენოს მიმდინარე პროცესების უკეთ წარმართვისას, 2025 წლის სამოქმედო გეგმისა და 2026-2030 წლების სტრატეგიის შემუშავებისას, რომელიც მიმართული იქნება ცენტრის საქმიანობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის ზრდისკენ, განათლების ევროპულ სივრცესთან უფრო მეტად დაახლოებისკენ და განათლების ხარისხის განვითარებისკენ.