გაცნობებთ, რომ საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული საჰაერო ხომალდის მართვის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს, 16 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 2024 წლის 14 ნოემბრიდან - 4 დეკემბრის 18:00-საათამდე, იწარმოებს შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/rKEK3NiJhQ
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 67).