გაცნობებთ, რომ სოფლის მეურნეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, შემუშავდა მეცხოველეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტს, 11:00 საათზე, დანიშნულია საჯარო განხილვის სხდომა.
დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 6 თებერვლიდან- 27 თებერვლის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUjfFVcVllQhCps1TX-Pgxz9URFBGRzFFWjdJRlFHOTJBU1pCWkhUQ1NOTi4u
დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე. გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: s.gaprindashvili@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N74).