FAQ

საქართველომ პირველად უმასპინძლა საერთაშორისო სემინარს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობდა

14 ივნისი 2025

პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის (SICI) რიგით 27-ე საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა ევროპის 14 ქვეყნის 23-მა წარმომადგენელმა მიიღო.

 

სემინარის - „ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხების ანალიზი, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით“ ფარგლებში, მონაწილეებმა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები და მათი აღიარების პროცედურები განიხილეს. ამასთან, საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების საკანონმდებლო ჩარჩოსა და მათი განხორციელებისა და განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

 

სემინარში მონაწილეობა ასევე მიიღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა.

საქართველომ პირველად უმასპინძლა   საერთაშორისო სემინარს, რომელშიც  ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობდა