ბრიუსელში ევროკომისიის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მრჩეველთა ჯგუფის 68-ე შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმადა ცენტრის ექსპერტმა, ხატია ცირამუამ წარადგინეს მოხსენება საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან ჰარმონიზაციის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე.
ცენტრის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ევროკომისიის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან რეფერენსირების მიმართულებით საქართველოს პროგრესი და გამოთქვეს სურვილი, რომ აქტიურად გააგრძელონ ითანამშრომლონ, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, ასევე აღნიშნულ პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების პროცესის წარმატებით განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და ბოლონიის პროცესით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. რეფერენსირების პროცესზე მუშაობის პროცესის დასრულება იგეგმება 2026 წლის ბოლოს.