FAQ

ცენტრის დაარსებიდან 15 წლის იუბილესთან და საქართველოს ბოლონიის პროცესთან მიერთების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

25 სექტემბერი 2025

საერთაშორისო კონფერენცია , საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა, სადაც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში უმაღლესი, პროფესიული, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.

გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლისთავი და ბოლონიის პროცესის 20 წლის იუბილე მიულოცა. მან წარმატება უსურვა ცენტრს მომავალ საქმიანობაში და განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ENQA, EQAR, WFME, EUA , CEENQA და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობა საქართველოს განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენთვის ამ ორდღიან კონფერენციასაც გამორჩეული დატვირთვა აქვს.

ასეთი მასშტაბური ორგანიზაციების მხარდაჭერა და დღეს გამართული დისკუსიები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთგული და ღირებული თანამშრომლობა აკავშირებთ,” - განაცხადა გივი მიქანაძე

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ , რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ორი მოხსენება შემდეგ საკითხებზე : მეცნიერების განვითარების ძირითადი ტენდენციები და უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობები. 

კონფერენციას ესწრებოდნენ : საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენლებმა, ასევე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

ცენტრის დაარსებიდან 15 წლის იუბილესთან და საქართველოს ბოლონიის პროცესთან მიერთების 20 წლისთავთან დაკავშირებით,  ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა