გაცნობებთ, რომ მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2025 წლის 20 ნოემბერს, 16:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 28.10.2025-დან- 18.11.2025, 18:00-მდე, იწარმოებს შემდეგ ბმულზე: მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის განახლებული პროექტის საჯარო განხილვა. – Fill out form
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 80).