გაცნობებთ, რომ ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ განახლებული ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2026 წლის 20 იანვარს, 16:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 05.12.2025-დან- 15.01.2026, 18:00-მდე, იწარმოებს შემდეგ ბმულზე: ენის დაუფლების განახლებული დარგობრვი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა – Fill out form
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 84).