FAQ

ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა გაიმართება

16 იანვარი 2026

გაცნობებთ, რომ  ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავდა ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2026 წლის 4 თებერვალს, 11:00 საათზე, პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით, დანიშნულია  საჯარო განხილვის სხდომა.

 

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2026 წლის 16 იანვრიდან - 2 თებერვლის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/e/W6CC397Yk9

 

დარეგისტრირებულ პირებს საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე. 

 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  s.gaprindashvili@eqe.ge 

 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N88)