განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2025 წელს სრულად დაინერგა ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი - „შეფასების ერთიანი სისტემა“ (CAF).
შეფასების ერთიანი სისტემა (CAF) შემუშავებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ. კერძოდ, ევროპული საჯარო ადმინისტრირების ქსელის (EUPAN), ევროკავშირის საჯარო მმართველობაზე პასუხისმგებელი მინისტრებისა და საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) თანამშრომლობით.
CAF-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებების ადაპტირებული, ინსტიტუციის საჭიროებებზე მორგებული და მოქნილი შიდა ორგანიზაციული სისტემის უზრუნველყოფა. აღნიშნული შეფასების სისტემა ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გამოიყენება და არის მექანიზმი, რომელიც საჯარო ინსტიტუციებს ეხმარება პროცესების მართვის გაუმჯობესებაში.
CAF-ის პრინციპები მოიცავს:
თვითშეფასების საფუძველზე ცენტრის მიერ შემუშავდა სამოქმედო გეგმა, სადაც განსახორციელებელ ქმედებებთან ერთად გაწერილია პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები, შესრულების ვადები, ინდიკატორები და მტკიცებულებები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც იყენებს აღნიშნული შეფასების სისტემას.