განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო აკადემიური კვალიფიკაციების შემფასებელთა ასოციაციის (TAICEP) მიერ ორგანიზებულ ვებინარში- „Spring Webinar Series“.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საგანმანათლებლო კვალიფიკაციების აღიარების დაჩქარებულ/გამარტივებულ პროცედურებზე, რომლებიც ხორციელდება იძულებით გადაადგილებულ და ლტოლვილის სტატუსი მქონე პირებთან მიმართებით.
ვებინარზე გამოიკვეთა ისეთი პრაქტიკული მეთოდები, როგორებიცაა - მოქნილ და ინდივიდუალურ შემთხვევებზე დაფუძნებული შეფასება. ხაზი გაესვა ოფიციალური საგანმანათლებლო დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, ალტერნატიული მტკიცებულებების გამოყენებისა და დოკუმენტების ჩანაცვლების მექანიზმებს.
ვებინარის ციკლი - Spring Webinar Series წარმოადგენს ყოველწლიურ საერთაშორისო შეხვედრების სერიას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის განათლების აღიარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას უზიარებენ.