გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად განახლებული სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების პროექტების საჯარო განხილვის მიზნით, 2026 წლის 28 მაისს, 14:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 29.04.2026-დან- 26.05.2026, 18:00-მდე, იწარმოებს შემდეგ ბმულზე: სპეციალური განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლების პროექტების საჯარო განხილვა – Fill out form
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტები 93 და 94).