FAQ

საზღვაო ინჟინერიის განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

30 აპრილი 2026

გაცნობებთ, რომ  ცენტრის დირექტორის 2026 წლის 31 მარტის N382660  ბრძანებით დამტკიცებულმა საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ სსიპ- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიცირებით განაახლა საზღვაო ინჟინერიის უმაღლესი განათლების  დარგობრივი მახასიათებელი. დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვის მიზნით, 2026 წლის 19 მაისს, 16:00საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 30.04.2026-დან- 17.05.2026, 18:00-მდე,  იწარმოებს შემდეგ ბმულზე:    საზღვაო ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა.  – Fill out form

 

საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურს  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge  დარგობრივი მახასიათებლის  პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva  (პუნქტი  95).