გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2026 წლის 31 მარტის N382660 ბრძანებით დამტკიცებულმა საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ სსიპ- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიცირებით განაახლა საზღვაო ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვის მიზნით, 2026 წლის 19 მაისს, 16:00საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 30.04.2026-დან- 17.05.2026, 18:00-მდე, იწარმოებს შემდეგ ბმულზე: საზღვაო ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა. – Fill out form
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 95).