FAQ

მარი მიქაუტიძე

სახელი გვარი
მარი მიქაუტიძე
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახური

მარი მიქაუტიძემ დაამთავრა სსიპ ქალაქ თბილისის №97 საჯარო სკოლა. სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის სპეციალობით. შემდგომ სწავლა განაგრძო იმავე უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის სპეციალობით.

 

აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მუშაობდა რამდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე იკავებდა კერძო  დაწესებულების მენეჯერის პოზიციას.

 

2019–2025 წლებში მუშაობდა რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლამდელი განათლების სპეციალისტის პოზიციაზე. ასევე, მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში ტრენერის პოზიციაზე და ახორციელებდა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მონიტორინგს.

 

იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, ასევე, კურიკულუმის ექსპერტი.

 

2025 წლიდან დასაქმდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო 2026 წლიდან იკავებს ამავე სამსახურის უფროსის პოზიციას.