ხატია ცირამუა

სახელი გვარი
ხატია ცირამუა
დაგეგმვის კვლევის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ხატია ცირამუა ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერისტეტის საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს, მართვის სპეციალიზაციით. 2017 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. მას გავლილი აქვს ორგანიზაციული მართვის პროფესიული პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში და 30 მეტი მოკლე კურსი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში. მისი პროფესიული ინტერესის სფეროა სოციალური პოლიტიკა, კერძოდ, ფორმალური და არაფორმალური ზრდასრულთა განათლება, დასაქმების პოლიტიკა და შრომითი მიგრაცია.

ხატია ცირამუას აქვს საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. 2019 წელს ხატია ცირამუა მუშაოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. იგი კოორდინაციას უწევდა ზრდასრულთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამას. 2020 წლიდან არის სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის დაგეგმვის და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს და დაგეგმვის, კველვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ხატია ცირამუას აქვს საერთაშორისო დონორი ორგანზაციების მეირ დაფინასნებული განათლების პროგრამების მართვის ათწლიანი გამოცდილება. ხატია ცირამუა მოწვეულ კონსულტანტად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

ხატია ცირამუა აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი არის განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის და ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრი. 2014 წლიდან იგი არჩეულია საქართველოში მშვიდობის კორპუსის ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მრჩეველთა საბჭოს წევრად. იგი არის რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომელიც ხელს უწყობს განათლების ხელმისაწვდომობას საქართველოს რეგიონებში.

ხატია ცირამუა ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰყავს ორი შვილი.