სალომე აბრამიშვილმა 2005 წელს, საშუალო სკოლის წარმატებით დასრულების შემდგომ, სწავლა განაგრძო სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბაკალავრო პროგრამაზე - ჟურნალისტიკის მიმართულებით. 2009 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2010 წელს ჩაირიცხა ა(ა)იპ - ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. 2012 წელს წარმატებით დაასრულა სამაგისტრო პროგარამა და მიენიჭა საჯარო მმართველობის მაგისტის ხარისხი.
სალომე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დასაქმებულია 2013 წლიდან. იკავებდა სპეციალისტის და პროცესების კორდინატორის პოზიციებს, განათლების აღიარების/დადასტურების მიმართულებით. 2017 წლიდან 2019 წლამდე იყო, სამსახურის უფროსის მოადგილე. მისი საქმიანობა ცენტრში დაკავშირებულია და წლების მანძილზე ემსახურებოდა, მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის, სწავლების, კვლევისა და დასაქმების მიზნით როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
შესაბამისად, სალომე აბრამიშვილი უწევს კოორდინაციას, ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელთან (ENIC/NARIC Network - European Network of Information Centres in the European Region/ National Academic Recognition Information Centres in the European Union) ცენტრის კომუნიკაციას. მონაწილეობას იღებდა განათლების აღიარების/დადასტურების მიმართულებით ჩატარებულ ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებსა თუ შეხვედრებში.
სალომე აბრამიშვილი 2019 წლიდან იკავებს საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციას.