FAQ

დავით კუხალაშვილი

სახელი გვარი
დავით კუხალაშვილი
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი.


დავით კუხალაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში. კარიერის საწყის ეტაპზე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ნატოსთან ინტეგრაციის სამმართველოში.


შემდგომ წლებში, მისი კარიერა გაგრძელდა კერძო სექტორში. სხვადასხვა კომპანაში მრავალი წლის განმავლობაში იკავებდა იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციას. 
ამ პერიოდში იგი პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერაზე, შრომით და კომერციულ ურთიერთობებზე, სამართლებრივი რისკების მართვასა და სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე.


სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, დავით კუხალაშვილი იკავებდა სტრატეგიული განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას. მისი საქმიანობა მოიცავდა ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვას, სტრატეგიული მიზნების განსაზღვრას და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრას.  
2025 წლიდან მუშაობს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
2026 წლიდან Erasmus+ საგრანტო პროექტის - PROmoting high-quality DIGital Education in Georgia (მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) - ფარგლებში იკავებს მკვლევარის თანამდებობას. 

 

პროფესიული განვითარების მიზნით ბრუსელში გავლილი აქვს NATO Familiarisation Programme for Partner Staff Officers — სასერტიფიკატო პროგრამა. აგრეთვე, დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის პროგრამა — CBA (Certified Business Administrator). 


მის პროფესიულ გამოცდილებაში შედის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგი და სემინარი, მათ შორის:

•    CLDP, GLIP (05.2013) — საერთაშორისო კომერციული დავების სემინარი ქართველი      სამართალმცოდნეებისთვის;
•    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, USAID-ისა და East-West Management Institute-ის პროგრამა — ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლებრივი პროცედურები;
•    მინიჭებული აქვს თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სამართლის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის სამართლის მკვლევარის სიგელი;
•    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, თსუ-სა და თბილისის ღია უნივერსიტეტის  ერთობლივი ტრენინგები მედიაციაში წარმომადგენლობის საკითხებზე;
•    TSU NCADR, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგი — ადვოკატის მიერ კლიენტის წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში;
•    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ორგანიზებული ტრენინგი — საერთაშორისო შრომის სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი.