FAQ

ექსპერტი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იყენებს ექსპერტთა კორპუსს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასწავლო პროგრამების შეფასებისას. არსებობს ხუთი სხვადასხვა ექსპერტთა კორპუსი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი, ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი,  პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი.