FAQ

უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება

უმაღლესი განათლების საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას აძლევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება მოახდინონ საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ეს უზრუნველყოფილია შემდეგი რეგულაციებით: ·

  • „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;
  •  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 28-ე მუხლის მიხედვით, მოცემულია რეგულაციები უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების შესახებ.

წარმოდგენილი რეგულაციების მიხედვით, პროცედურების ნაწილში გამინჯულია:

  • · ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) სააგენტოს წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის,
  • · ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციის,
  • · სხვა ნებისმიერი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს

მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების პროცედურა.

ასევე განსაზღვულია პროცედურა, რომლის მიხედვითაც განხორციელდება მსგავსი აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მონიტორინგის პროცესი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის აღიარებისათვის წინასწარი თანხმობის მისაღებად ცენტრში განაცხადს წარადგენს სააგენტოსადმი/ორგანიზაციისადმი მიმართვამდე 30 კალენდარული დღის ადრე;

ცენტრის მიერ აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აღიარების განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ხოლო თუკი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, აუცილებელია 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ცენტრი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ვადის 60 კალენდარულ დღემდე გაზრდის თაობაზე.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ აკრედიტაციის მიღებისა და აღიარების მიზნით, დაწესებულება წინასწარი თანხმობის მოთხოვნის მისაღებად, სხვა დოკუმენტებთან ერთად ცენტრში წარადგენს განცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (აკრედიტაციის დებულების დანართი 4, მუხლი 1) – 1000 ₾.

 

იხ. სახელმძღვანელო მითითებები მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების შესახებ.

"უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება - სახელმძღვანელო მითითებები".

 

"უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების შესახებ  განაცხადის ფორმა"