FAQ

ავტორიზაციის შემდგომი შეფასებები

ავტორიზაციის შემდგომი შეფასების მიზანია ინსტიტუციების მიერ ავტორიზაციის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულებისა და დაწესებულების ფუნქციონირების გაუმჯობესების მონიტორინგი. ავტორიზაციის შემდგომი შეფასება ინსტიტუციასა და ცენტრს აძლევს შესაძლებლობას დაინახონ ავტორიზაციის პროცესის შედეგები დაწესებულების განვითრაებაზე, რაც გამოიხატება ინსტიტუციის მიერ რეკომენდაციების შესრულებისა და მისი შემდგომი განვითარებით.

 

ავტორიზაციის შემდგომი შეფასება წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ინსტიტუციისათვის აჩვენოს თუ რა პროგრესს მიაღწია დაწესებულებამ ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ. ავტორიზაციის შემდგომი შეფასება ასევე საშუალებას აძლევს ინსტიტუციას თვალსაჩინო გახადოს საზოგადოებისათვის (მათ შორის უნივერსიტეტის შიდა საზოგადოებისათვის) ინსტიტუციის მიერ მიღწეული პროგრესი, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციაში ხარისხის კულტურის ამაღლებას. ავტორიზაციის შემდგომი შეფასება ასევე საშუალებას აძლევს ინსტიტუციის მენეჯმენტს უზრუნველყოს საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა უნივერსიტეტის მუდმივი განვითარების პროცესში. ავტორიზაციის შემდგომი შეფასების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიიღოს ავტორიზაციის საბჭომ ან ცენტრმა. ცენტრი ახორციელებს ავტორიზაციის შემდგომი შეფასების 4 სახის პროცედურას. დეტალური ინფორმაცია თითოეულ მათგანზე შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

 

ავტორიზაციის შემდგომი შეფასებების სახელმძღვანელო