FAQ

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები

პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამები შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა იურიდიულმა პირმა.
 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვებით შესაძლებელია იურიდიულმა პირმა განახორციელოს ნებისმიერი პროგრამა მათი შეხედულებისამებრ. პროფესიული მომზადების პროგრამა  პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. ხოლო, პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია პირისთვის კომპეტენციების  შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.
 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს.
 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების საფასურია 815 ლარი.
 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების პროცედურის ხანრგძლივობაა 60 კალენდარული დღე.
 

უფლების მოპოვების შემდეგ იურიდიულ პირს უფლება აქვს 3 წლის განმავლობაში განახორციელოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა და გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.

 

სამართლებრივი აქტები 

სტანდარტები 

ფორმები 

გზამკვლევები 

კონსულტაციები 

საბჭო 

ექსპერტები 

საბჭოს აპარატი 

უფლების მოპოვება