FAQ

საკოორდინაციო საბჭო

 

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭო ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით  შექმნილი კოლეგიური ორგანო.
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების 51-ე მუხლის მიხედვით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს:

 

) ცენტრის სამოქმედო/სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათში შესატანი ცვლილებებისა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ;

) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

) ცენტრის საქმიანობის ანგარიშებს და ცენტრის საშტატო განრიგისა და ბიუჯეტის პროექტებს;

) ცენტრის საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს, მათ შორის - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ განხორციელებულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს;

) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს ცენტრის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციისთვის;

) განიხილავს ცენტრის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების შედეგად მიღებულ შედეგებს და ცენტრის საქმიანობის განვითარების მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

) ცენტრის შინაგანაწესის პროექტს;

) პროექტს ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

) ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას.

საკოორდინაციო საბჭოს წევრები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესებში.

საკოორდინაციო საბჭოს უფლებები და მოვალეობები რეგულირდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №89).