მობილობის პროცესი არეგულირებს სტუდენტის გადასვლას ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში. მობილობის პროცესი ხორციელდება წელიწადში ორჯერ შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას.
RCG Consulting-ჯგუფმა განახორციელა პროფესიულ განათლებაში სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა...
2013 წლის 2-7 ივლისს გერმანიის ქალაქი ლაიპციგი გლობალურ პროფესიულ საგანმანათლებლო ღონისძიებას უმასპინძლებს. აქ WorldSkills-ის 42-ე კონკურსი ჩატარდება, რომელშიც საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას.
„პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები“ ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.

აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
2013 წლის 18 ივნისს, 12:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ - პროფესიულ კოლეჯ - „ოპიზარის“ ინიციატივა - ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში „ფერმერის“ პროფესიული კვალიფიკაციის დამატების საკითხი.
გაცნობებთ, რომ 2013 წლის 11 ივნისს, 12:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრშიგაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა, ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში „არქეოლოგიის“ კვალიფიკაციის ჰუმანიტარული მეცნიერებანის მიმართულებიდან, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობების მიმართულებაში გადატანის საკითხი.
გაცნობებთ, რომ 2013 წლის 5 ივნისს, 12:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში „მიგრაციის მართვის“ კვალიფიკაციის დამატების საკითხი.
დასრულდა კენჭისყრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად. გთავაზობთ უკეთესი შედეგების მქონე კანდიდატთა რანჟირებულ სიას.
დასრულდა კენჭისყრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად. გთავაზობთ უკეთესი შედეგების მქონე კანდიდატთა რანჟირებულ სიას.