პროფესიული მომზადება და პროფესიული გადამზადება

პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამები შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა იურიდიულმა პირმა.  

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვებით შესაძლებელია იურიდიულმა პირმა განახორციელოს ნებისმიერი პროგრამა მათი შეხედულებისამებრ. დადასტურების გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ მხოლოდ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამები.  

პროფესიული მომზადების პროგრამა  პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. ხოლო, პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია პირისთვის კომპეტენციების  შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს.  

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების საფასურია 815 ლარი, ხოლო დადასტურების საფასურია - 175 ლარი. 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების პროცედურის ხანრგძლივობაა 60 კალენდარული დღე. ხოლო, დადასურების პროცედურის ხანრგძლივობაა 30 კალენდარული დღე.  

უფლების მოპოვების შემდეგ იურიდიულ პირს/საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს 3 წლის განმავლობაში განახორციელოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა და გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.