ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
ავტორიზაციის მიზნებისთვის, დამოუკიდებელ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს:
ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;
გ) ზოგად განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;
დ) უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;
ე) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.