ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით. ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებს აყალიბებენ და ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

მათი განხორციელება სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციაა. ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმია ავტორიზაცია.